ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი დონარა გვრიტიშვილი აშშ-ში ცხოვრობს. როგორც ის ჰყვება, იქ საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ახლა გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობს:
„ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაჩნდა და არასასიამოვნო დიაგნოზი დამისვეს, არ მინდა, დავაკონკრეტო, მაგრამ საკმაოდ სერიოზული სნეულება იყო და ოპერაციაც გავიკეთე.
მკურნალობა ახლახან დავასრულე და რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს, შემდგომ კი ალბათ გავყვები მოვლენებს და ღმერთის დიდ საჩუქარს, რომ იმ დროს, როდესაც თურმე ეს ძალიან მჭირდებოდა, აღმოვჩნდი სასწაული ექიმების ხელში…“