პაატა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს მეუღლესთან, ლილე გულორდავასთან დაშორებისა და შერიგების შესახებ. „ქუჩის ბიჭების“ წევრი ამბობს, რომ არ იყო ადვილი მეორე ნახევრის შემორიგება:
„უმძიმესი პერიოდი გვქონდა, აღარ მქონდა კონცერტები, ვერც სამსახურს ვშოულობდი, ორი შვილი უკვე გვყავდა, გაჭირვებამ თავისი ქნა, ოჯახს უამრავი რამ სჭირდებოდა. გაჩნდა მესამე ბავშვი. ლილეც ვერ უძლებდა ასეთ მდგომარეობას და მეც ვერ გავიმართე წელში. უსიამოვნებებმა იმატა და დროებით გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გვეცხოვრა. ერთი წუთით არ გამიწყვეტია შვილებთან ურთიერთობა. დავდიოდი უცხოეთში, ხან კონცერტი გვქონდა, ხან რაღაც საქმეს ვაკეთებდი, რომ ბავშვებს არაფერი მოჰკლებოდათ.
არ იყო ადვილი ლილეს შემორიგება, მაგრამ ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი. ბოლოს ამ სიყვარულმა გაიმარჯვა და ისევ შევერთდით, მადლობა უფალს, რომ კვლავ დავიბრუნეთ ჩვენი ოჯახი, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენს ცხოვრებაში.
