მიმდინარე თვეს დონატელა ვერსაჩე „პრადას“ მიერ მოწყობილ საქველმოქმედო გალა-საღამოზე გამოჩნდა და ახალი ვიზუალით მსოფლიო შოკში ჩააგდო. მისი ცნობა მართლაც შეუძლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ მან უწინ არაერთი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა.
სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა და როგორც ჩანს, მისი წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია კვლავ გრძელდება. ამჯერად დონატელას წითელი კაბა ამშვენებს და ნაძვის ხესთან პოზირებს. 69 წლის ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურება. თუ რომელ პლასტიკურ ჩარევებს მიმართვა მან, ამ დროისთვის უცნობია.
„პლასტიკური ქირურგი იყო თუ ჯადოქარი?“ – 69 წლის დონატელა ვერსაჩეს წარმოუდგენელი გარდასახვა
დონატელა ვერსაჩემ და დუა ლიპამ საკრუიზო კოლექცია შექმნეს – ზაფხულის დღესასწაული „ვერსაჩესგან“