რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საბოლოო მიზანი დონბასის რეგიონის „გათავისუფლებაა“.
„საბოლოო მიზანი – ეს არის დონბასის გათავისუფლება, ამ ხალხის დაცვა და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სულ ეს არის. სამუშაო მიდის მშვიდად, რიტმულად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ე.წ. „სპეცოპერაციის“ დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია.
„არ არის საჭირო ვადებზე საუბარი და მე არასოდეს ვლაპარაკობ ამაზე, რადგან ეს არის ცხოვრება, ეს არის რეალური რამ. გარკვეულ ვადებში მოქცევა არასწორია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინი ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს, ნატოს გაფართოების შემთხვევაში