LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონბასში დიდი ბრძოლისთვის, რუსეთი ლუგანსკის ოლქში სამხედრო ძალების შეყვანის პროცესს ასრულებს: ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

199
სერგეი გაიდაი

„დონბასში დიდი ბრძოლისთვის, რუსეთი ლუგანსკის ოლქში სამხედრო ძალების შეყვანის პროცესს ასრულებს“, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაის თქმით, 7 აპრილის დილიდან ბრძოლა მიმდინარეობდა რუბეჟნოეში, რომელიც უკრაინელი სამხედროების გამარჯვებით დასრულდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუბეჟნოეს ბრძოლაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და ცოცხალი ძალა დაკარგეს.

სერგეი გაიდაის განცხადებით, რუსი სამხედროები რუბეჟნოეს განუწყვეტლივ ბომბავენ არტილერიით, „გრადებით“, „სმერჩებით“, ქალაქ პოპასნოეს კი ავიაციით.

გაიდაი ამბობს, რომ პოპასნოეში რუსი სამხედროები ყველაფერს ანადგურებენ, რადგან შეტევაზე გადასვლის დროს სურთ, რომ ეს ტერიტორია ადვილად გაიარონ.

რუსებმა სევეროდონეცკის საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, იერიში მიიტანეს ლისიჩანსკის დასახლებულ პუნქტებზე

ოკუპანტებმა ოდესის სამხრეთ ნაწილზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლებისგან სუმის ოლქიც მთლიანად გაათავისუფლეს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები