უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე მორიგი იერიშები მიიტანეს.
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, აგრესორებმა სევეროდონეცკში საავადმყოფოს და მრავალსართულიან შენობებს გაუხსნეს ცეცხლი, ასევე, დაბომბეს საცხოვრებელი სახლები ლისიჩანსკში.
მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„სევეროდონეცკში დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები. რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება. მტერი ვერ ახერხებს შეტევითი გეგმის განხორციელებას, ამიტომ კვლავ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. სახლები განადგურდა ლისიჩანსკში, ასევე, სევეროდონეცკში, ნოვოდრუჟესკსა და ტოშკოვკაში“, – განაცხადა სეგეი გაიდაიმ.
მისივე თქმით, ფრონტის ხაზზე უკრაინულმა არმიამ მტრის 9 შეტევა მოიგერია. განადგურდა რუსების 6 ტანკი, 5 ჯავშანტექნიკა, 6 მანქანა და 4 საარტილერიო სისტემა. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ორი თვითმფრინავი, ერთი საკრუიზო რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.