LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი ალყაში იმყოფება” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი რომეო ფარულავა

320
Capture

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი ალყაში იმყოფება”,- ამის შესახებ უკრაინაში ქართველი მებრძოლმა რომეო ფარულავამ განაცხადა მთავარ არხთან ინტერვიუში.

ფარულავას თქმით, ალყაში ასევე ქართველი მეთაურია, რომელიც დაჭრილია და უკრაინელი სამხედროებიც.

“მზად ვართ, რომ შევუერთდეთ იმ უკრაინელებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ დაღუპული ბიჭების გამოყვანის ოპერაციას. აუცილებლად გამოვიყვანთ ჩვენ ბიჭებს. ძალიან რთული სიტუაცია არის ბახმუტში. დაჭრილი არის მეთაური… დანარჩენი ბიჭები, ვინც არიან, ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად ალყაში არიან და მისი ბრძოლა ამ ბიჭების გამოსაყვანად, ვინც ცოცხლები არიან და ასევე მიმდინარეობს ჩვენი დაღუპული გმირების გამოყვანა”, – ამბობს რომეო ფარულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები