LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დორტმუნდში გავიცანი შადიმან ხარშილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თბილისიდან გერმანიამდე, მოპედით, 4000 კილომეტრზე მეტი გაიარა“ – შოთა არველაძე საოცარ ფაქტს გვიყვება

830
2024-06-17_01-46-54_752852

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში საოცარი ისტორიის შესახებ გვიყვება.

როგორც ვიგებთ, შადიმან ხარშილაძემ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თბილისიდან გერმანიამდე, მოპედით, 4 000 კილომეტრზე მეტი გაიარა.

„დორტმუნდში გავიცანი შადიმან ხარშილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თბილისიდან გერმანიამდე, მოპედით, 4000 კილომეტრზე მეტი გაიარა. მისი გადაწყვეტილება გუნდის გამხნევების და გულშემატკივრობის არაჩვეულებრივი მაგალითია. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის, თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს“, – წერს შოთა არველაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები