ცნობილი ადამიანების სახლებში ხშირად იპარებიან უცხო ადამიანები. ხშირ შემთხვევაში მათ კეთილი მიზნები ამოძრავებთ და უბრალოდ საყვარელ შემსრულებელთან პირადად შეხვედრა სურთ. თუმცა, ის, რაც დრეიკის შემთხვევაში მოხდა, აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა.
კანადელი რეპერის სახლში უცნობი ქალბატონი შევიდა. როგორც სამართალდამცავებმა პორტალ TMZ-ს განუცხადეს, 24 წლის გოგონა დრეიკის სახლში 3 აპრილს, დილის 10:31 საათზე შევიდა. როგორც ჩანს, საყვარელი შემსრულებლის ლოდინისგან დაღლილს ჩაეძინა. სწორედ ასეთ ვითარებაში დააფიქსირა ის პოლიციამ. გოგონას დრეიკის მაისურიც ევცა.
ამ დრომდე უცნობია, როგორ მოხვდა ის სახლში, რადგან სამართალდამცავებმა ვერ აღმოაჩინეს გატეხვის კვალი.
გოგონამ 10 დოლარის ღირებულების რამდენიმე გაზიანი სასმელი დალია. მას ბრალი ქურდობასა და უცხო ტერიტორიაზე დაუკითხავად შეღწევაში დასდეს.