LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განქორწინების შემდეგ“ – შაკირა და დრეიკი ღამის კლუბს გამთენიისას ერთად ტოვებენ

251
page

ჟერარ პიკესთან განქორწინების შემდეგ, შაკირას შესაძლო რომანებზე ბევრი დაიწერა. ფაქტია, 46 წლის კოლუმბიელი ვარსკვლავი ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ ბევრ ცნობილ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა.

„სამ სხვადასხვა მამაკაცს ერთდროულად ხვდება?“ – ლუის ჰამილტონი სამჯერ დარჩა შაკირას ვილაში იბიცაზე

ამჯერად დასავლური მედიის ცნობით, შაკირას და დრეიკს რომანი აქვთ. საქმე ისაა, რომ არტისტები ლოს-ანჯელესის მდებარე ღამის კლუბიდან გამთენიისას ერთად გამოსვლის დროს გადაიღეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცხადია, ახალმა ჭორებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„ეს ქალი ვინმემ დააწყნარეთ“, „ასეთია ქალი, განქორწინების შემდეგ“, „დრეიკი და შაკირა კარგი წყვილია“, „შაკირას რიგით მერამდენე მამაკაცია ბოლო თვეების განმავლობაში?“, – არ წყდება კომენტარები.

ვიდეო: „შაკირამ აიშვა!“ – 46 წლის არტისტი 30 წლის რეი ალეხანდროსთან ერთად პიკანტურ ვითარებაში გადაიღეს

„ველით შაკირას რეაქციას“ – ჟერარ პიკემ შეყვარებული საცხოვრებლად იმ სახლში გადაიყვანა, სადაც შაკირამ 11 წელი გაატარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები