დრეიკმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, სადაც ერთმანეთს არგენტინა და ესპანეთი დაუპირისპირდნენ, 1.5 მილიონი დოლარის ოდენობის ფსონი არგენტინის ნაკრების მოგებაზე დადო.
კანადელმა რეპერმა ფსონი ძირითად დროში, 90 წუთში, არგენტინის გამარჯვებაზე განათავსა, რასაც წარმატების შემთხვევაში, 5.175 მილიონი დოლარი უნდა მოეტანა, თუმცა მუნდიალის ფინალური მატჩი დრამატულად წარიმართა.
იმ ფონზე, როცა ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი ესპანეთმა, ფერან ტორესის გოლით 106-ე წუთზე, არგენტინა 1:0 დაამარცხა, დრეიკმა ეს კოლოსალური ფსონი კვლავ წააგო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ფინალში დრეიკმა ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, როდესაც 1 მილიონი დოლარი ჩამოვიდა არგენტინის მოგებაზე საფრანგეთთან. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინამ მაშინ თასი პენალტების სერიაში აღმართა, ძირითადი დროის ფრედ, 3:3 დასრულების გამო რეპერმა თანხა მაინც დაკარგა.
ამ მოვლენამ სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ გააცოცხლა ცნობილი ინტერნეტ-მიმი – „დრეიკის წყევლის“ შესახებ. ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობენ, რომ ნებისმიერი გუნდი თუ სპორტსმენი, რომლის მხარდაჭერასაც რეპერი საჯაროდ აცხადებს ან მასზე ფულს დებს, თითქმის ყოველთვის აგებს.