დრეიკმა ახალი პარფიუმი – Cloudar წარადგინა. გენდერულად ნეიტრალური პროდუქტი, რომელიც არომატული ნოტების ნაზავია, მისმა ბრენდმა, Better World Fragrance House გამოუშვა.
კომპანიის თანადამფუძნებლის, მეთიუ ბაბელის განცხადებით, მიზანი იყო ყოველდღიური სურნელის შექმნა, რომელიც არის გამორჩეული, მაგრამ არა მძიმე. მისივე თქმით, Cloudar არის დახვეწილი და ინტიმური სურნელი, რომელიც იზიდავს ადამიანებს გადაჭარბებული სიმძაფრის გარეშე.
,,Cloudar იშლება მანდარინისა და თბილი ჯანჯაფილის სუფთა ნოტებით, გადადის სალბისა და ჟასმინის არომატულ გულში, ხოლო საბოლოოდ მას ამაგრებს ტონკას მარცვლებისა და ვეტივერის რბილი და მდიდარი სურნელი” – აღნიშნულია პროდუქტის აღწერაში.
ცნობისთვის, Cloudar არის ბრენდის რიგით მეორე პარფიუმი, რომელიც მოჰყვა 2025 წელს გამოსულ წარმატებულ სუნამოს, Summer Mink.