LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრეიკმა The Beatles-ის რეკორდის მოხსნა ახალი ტატუთი აღნიშნა (ფოტო)

240
drake-without-Text

გასული წლის 22 ოქტომბერს, დრეიკმა ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” The Beatles-ის რეკორდი მოხნა.

იმისთვის, რომ ეს ფაქტი კანადელ რეპერს არასდროს დავიწყებოდა, მან ლეგენდარული კოლექტივის ,,ები-როუდზე” გადაღებული ფოტო სვირინგად აქცია.

აღსანიშნავია, რომ ტატუს 32 წლის შემსრულებელმა ერთი დეტალი დაამატა. ქუჩაზე მიმავალ ჯონ ლენონს, პოლ მაკკარტნის, რინგო სტარსა და ჯორჯ ჰარისონს ის წინ ჩაუდგა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ათეულში დრეიკის 12 სიმღერა მოხვდა. ამ მაჩვენებლით ,,გრემის” მფლობელმა არტისტმა ჩარტში ,,ლივერპულელი ოთხეულის” შედეგი გააუმჯობესა. 54 წლის განმავლობაში, ჰიტ-აღლუმის ტოპ-10-ეულში The Beatles 11-ჯერ იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები