LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Beatles-ის ბოლო სიმღერა Now and Then ბრიტანეთის ჩარტის ლიდერია – ნახეთ ნოსტალგიური კლიპი

130
622af1cc65b9d40180adda8bf9edsfad

ლეგენდარული ჯგუფის, The Beatles-ის კომპოზიცია Now and Then, რომელსაც რა ხანია ველოდით, თვის დასაწყისში გამოვიდა.  ახლა კი ცნობილი ხდება, რომ სიმღერა დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტის ლიდერი გახდა. 2 ნოემბერს ის ჩარტის 42-ე ადგილზე იყო, ახლა კი ის უკვე პირველ პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით ჯგუფმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, მუსიკოსები ბრიტანეთის ოფიციალური ჩარტის ლიდერები მეთვრამეტედ გახდნენ.

ცნობისთვის, სინგლის გამოშვების ინიციატორი პოლ მაკკარტნია. სიმღერაში გამოყენებულია ლენონის 1977 წლის, ჯორჯ ჰარისონის 1995 წლისა და რინგო სტარის 2022 წლის ჩანაწერები. ნოსტალგიურ კლიპზე „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორმა, პიტერ ჯექსონმა იმუშავა. მასში საარქივო კადრებია  გამოყენებული, რომლებშიც ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო კომპოზიციაზე მუშაობენ.

სიმღერა, რომელიც აგატირებთ – The Beatles-ს უკანასკნელი სიმღერა Now and Then გავრცელდა

ლეგენდარული The Beatles-ის დოკუმენტური ფილმის პირველი თრეილერი გავრცელდა – ნახეთ უცნობი კადრები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები