LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა, რომელიც აგატირებთ – The Beatles-ს უკანასკნელი სიმღერა Now and Then გავრცელდა

200
596789

The Beatles-ის კომპოზიცია, Now and Then, რომელსაც რა ხანია ველოდით, გამოვიდა. პრემიერა ბენდის „იუთუბ არხზე შედგა. სულ მალე კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეოც გამოვა, რომელზეც „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორმა, პიტერ ჯექსონმა იმუშავა. მასში საარქივო კადრები იქნება გამოყენებული, რომლებშიც ჯონი, პოლი, ჯორჯი და რინგო კომპოზიციაზე მუშაობენ.

სინგლის გამოშვების ინიციატორი პოლ მაკკარტნია. სიმღერაში გამოყენებულია ლენონის 1977 წლის, ჯორჯ ჰარისონის 1995 წლისა და რინგო სტარის 2022 წლის ჩანაწერები.

ცნობისთვის, Now and Then-ს ლენონი ფორტეპიანოზე აკომპანემენტით ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ლენონის ვოკალის გასასწორებლად ხელოვნური ინტელექტი არ გამოუყენებიათ.

„საოცრად ემოციური და სენტიმენტალური სიმღერაა, ეს გახლავთ კომპოზიცია, რომელიც აგატირებთ“, – ასე აფასებენ ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის „უკანასკნელ სიმღერას“.

Now and Then – The Beatles-ის უკანასკნელი სიმღერა – ცნობილია პრემიერის თარიღი

ლეგენდარული The Beatles-ის დოკუმენტური ფილმის პირველი თრეილერი გავრცელდა – ნახეთ უცნობი კადრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები