„Golden Brand 2015“-ის ბიზნეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე ნომინაციაში „წლის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდ მაღაზიათა ქსელი – რჩეული ბრენდი“, გამარჯვებულად „დრესაპ ჯგუფი“ დასახელდა.
„2015 წელი ნამდვილად დიდი გამოწვევების წელი იყო ჩვენი ჯგუფისათვის. კომპანიამ დაასრულა რებრენდინგის პროცესი; მოგეხსენებათ, „დრესაპ ჯგუფი“ 2015 წლამდე „ჯინს გალერი ჯგუფის“ სახელით იყო ცნობილი. ამავე წელს გავხსენით 7 ახალი მაღაზია ჭავჭავაძის გამზირსა და „ისთ ფოინთში“. ასევე 2015 წელს კიდევ ერთი, სრულიად ახალი კონცეფციის , პრემიუმ კლასის ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია ATRIO წარვუდგინეთ თბილისის მოსახლეობას.
ამავე წელს დავასრულეთ ონლაინ მაღაზიაზე მუშაობაც. www.dressup.ge – ეს არის საერთაშორისო და ლეგენდარული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია 50-ზე მეტი ბრენდის, 3000-ზე მეტი პროდუქცია. ამ ეტაპზე, სპეციალური აქციის ფარგლებში, მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. გარდა ონლაინ შეძენისა, www.dressup.ge -ს გააჩნია კატალოგის ფუნქციაც, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი ბრენდის, სტილის, ფერის, ზომის პროდუქტი და ავტომატურად ნახოს, რომელ მაღაზიაშია წარმოდგენილი”, – განაცხადა „დრესაპ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ – ლაშა მურვანიძემ.
ცნობისთვის, „დრესაპ ჯგუფი“ 20 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზეა და დღეისათვის წარმოდგენილია მაღაზიებით: Jeans Gallery, Factory, Atrio, Levis, Lee & Wrangler და Mavi, ჯამში 20 ფილიალით.
ამასთანავე, „დრესაპ ჯგუფი“ ბრენდების: Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington – ექსკლუზიური და 50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Lacoste, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal’s, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.