LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრო ყველაფერს კურნავს – სექს-სიმბოლოსთან მჩქეფარე რომანის ფონზე, ლიამ ნისონმა გარდაცვლილი მეუღლე აკანკალებული ხმით გაიხსენა

249
page

როგორც ცნობილია, 58 წლის პამელა ანდერსონსა და 73 წლის ლიამ ნისონს რომანი აქვთ. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა People-მ უკვე დაადასტურა.

„ეს რომანის დასაწყისია” – გამოცემა People წერს, რომ პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი უკვე ოფიციალური წყვილია

90-იანი წლების სექს-სიმბოლოსთან მჩქეფარე რომანის ფონზე, 71 წლის ოსკაროსანი მსახიობი, ლიამ ნისონი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა გარდაცვლილ მეუღლეზე, ნატაშა რიჩარდსონზე მოგონებებს.

The New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში ნისონმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუყვარდა 1993 წელს, ბროდვეის სცენაზე რიჩარდსონი, სპექტაკლ, Anna Christie-ის რეპეტიციებისას. სწორედ იქ დაიწყო მათი რომანიც, რომელიც მალევე დასრულდა ქორწინებით. წყვილი 1994 წელს დაქორწინდა.

აღსანიშნავია, რომ რიჩარდსონისა და ნისონის სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. 2009 წელს მსახიობი მოულოდნელად გარდაიცვალა თხილამურებით დაშვებისას მიღებული თავის ტრავმის შედეგად. ტრაგედიის შემდეგ, ლიამი აღარასდროს დაქორწინებულა.

„ძალიან მაგარი იყო, ყოველ ღამე მასთან ერთად სცენაზე დგომა… და მისი სიყვარული“, – თქვა ნისონმა ხმადაბლა, აკანკალებული ხმით.

რაც შეეხება რომანს პამელასთან, ისინი ფილმის, „შიშველი იარაღის“ გადაღებებისას დაახლოვდნენ.

„პამელა მის ცხოვრებაში სიმშვიდის წყაროა. ისინი იცინიან ერთად, არიან თავისუფლები და თითქოს ერთმანეთს სწორ დროს შეხვდნენ“, – ამბობს ნისონის ახლობელი გამოცემასთან საუბარში.

ცნობისთვის, პამელა ანდერსონი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მსახიობი და Playboy-ს ვარსკვლავი თავის ბოლო ქმარს, დენ ჰეიჰერსტს, 2022 წელს დაშორდა. მას ასევე ორი ვაჟი ჰყავს პირველი ქმრისგან, ტომი ლისგან

პამელა ანდერსონისა და ლიამ ნისონის გლამური, კოცნა და ჭორები – ჰოლივუდში ახალი რომანი ჩქეფს

ახალი წყვილი – 58 წლის პამელა ანდერსონისა და 73 წლის ლიამ ნისონის ფლირტი წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები