ექიმ ზაზა თელიას განცხადებით, დროა, საქართველოში რუსეთიდან შემოსული “ფეიკ” წამლების გაყიდვა შეწყდეს.
დერმატოლოგი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით შეწყდება პაციენტების იმ წამლებით “გაჭყეპვა”, რომელსაც სარგებელი არ მოაქვს:
“დროა შეწყდეს რუსეთიდან შემოსული “fake” წამლების გაყიდვა საქართველოში. ამით დასრულდება და შეწყდება პაციენტების “გაჭყეპვა” არაფრის მაქნისი და სარგებლის არმომტანი “პრეპარატებით”.
რა თქმა უნდა, დაიზოგება პაციენტის ჯიბეც.
არ გეგონოთ, რომ სხვა ქვეყნებიდან არ შემოდის “fake” წამლები, უბრალოდ, ამით დავიწყოთ. რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ”, – წერს თელია “ფეისბუქში”.
