LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია დაიბარეს – რას აცხადებენ პარტიაში

120
გიორგი გახარია

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია დაიბარეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა.

„2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან“,- განაცხადა წულუკიანმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიაში განუცხადეს.

მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა.

„როგორც იცით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. გიდასტურებთ, რომ მის ოჯახის წევრებს (მშობლებს) მიუტანეს უწყისი და რა თქმა უნდა, მათაც ჩაიბარეს. უწყისში მითითებულია, რომ 20 ივნისის საქმეზე იბარებენ“, – აცხადებენ პარტიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g