LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ

64

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ. დეპუტატები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში შესვლას 22 ივლისს გეგმავენ.

მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო თენგიზ კალანდიას – დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ამასთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა 23 ივლისს გაიმართება. კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

magti 5g