LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „ნეტა, სახლებში რომ მიდიან, ოჯახის წევრების მაინც არ უტყდებათ? რას ამბობენ ნეტა ოჯახში, გირგვლიანის მოსამართლეს რატომ ვუკრავ ტაშსო..“

209
fot

ორი დღეა პარლამენტში ვერ ხერხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.

სასამართლოზე დროებით საგამოძიებო კომისიას კენჭი ვერც დღეს უყარეს – „მოსამართლეების სოლიდარობის“ ნიშნად უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს

რიგით მეორე კენჭისყრა პარლამენტში გუშინ, 19 აპრილს კვლავ უცვლელი მიზეზით ვერ მოხერხდა. საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის მოტივით რეგისტრაციაზე უარი თქვა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ” – ირაკლი კობახიძე

აღნიშნულს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეხმაურება სოციალურ ქსელში.

„ნეტა, სახლებში რომ მიდიან და ტელევიზორში საკუთარ თავებს ხედავენ, როგორ უკრავენ ტაშს მონური მორჩილებით და სიცილით, თავად მონები ამ მონა მოსამართლეების დაცვას, ოჯახის წევრების მაინც არ უტყდებათ?

რას ამბობენ ნეტა ოჯახში, გირგვლიანის მოსამართლეს რატომ ვუკრავ ტაშსო, მართლა გულისრევად იქცა ეს ხალხი“, – წერს ინგა გრიგოლია.

„ოცნების ამომრჩეველო, ნეტავ თუ მიხვდით, რა მოხდა დღეს! არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ხდება სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!” – თინა ხიდაშელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები