LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების ამომრჩეველო, ნეტავ თუ მიხვდით, რა მოხდა დღეს! არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ხდება სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!” – თინა ხიდაშელი

762
თინა ხიდაშელი

ოცნების ამომრჩეველო, ნეტავ თუ მიხვდით, რა მოხდა დღეს! არ დაგავიწყდეთ, ეს ყველაფერი ხდება სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!,– ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რომელიც პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა.

„ოცნების ამომრჩეველო ნეტავ თუ მიხვდით რა მოხდა დღეს!

ამ მშიშარა, საკუთარი გადაფურთხებულის ამლოკავ ხალხს რომ უჭერთ მხარს როგორ არ გიტყდებათ…

და იქვე არ დაგავიწყდეთ ბრტყელ ბრტყელ ლაპარაკს რომ დაიწყებთ ეს ყველაფერი ხდება სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!

დაგიმარცვლით —- სანდრო გირგვლიანის მოსამართლის გამო!!!”, – წერს თინა ხიდაშელი.

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ” – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები