LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

127
ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, კომიტეტის მიზანი იმ კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

იაგო ხვიჩია: მთელი სამყაროსთვის ცხადია, რომ ამ ჯალათებისთვის საკუთარ მოქალაქეებს არ უნდა ვიმეტებდეთ – ქართველი ხალხი მურუსიძე-ჩინჩალაძის გასასამართლებელი არ არის

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდასაჭერად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ვითხოვთ რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

რამდენი ხნით აეკრძალათ შტატებში შესვლა სანქცირებულებს და რა იქნება შედეგი – აშშ-ის საელჩო ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ქართველი ოფიციალური პირების 7031c წესის საფუძველზე სანქცირებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს და მოსალოდნელ შედეგებზე მიუთითებს.

მიგვაჩნია, რომ დღეს თითოეული ადამიანი საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია, პასუხისმგებლობა გამოხატოს და სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედოს.

ამიტომ, ჩვენ გვსურს, უახლოეს მომავალში პარლამენტში კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია.

10 აპრილს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მივმართავთ, რადგან, მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც სანქცირების თემებთან დაკავშირებით რეაგირებას დააყოვნებს, შესაძლოა, საქართველოსთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს“. – განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.

მაჭარაშვილი: მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! – აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა

„რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატის, ხათუნა სამნიძის თქმით კი, საგამოძიებო კომისია რეგისტრირებულია და მისი კენჭისყრა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კომისიის შექმნის მიზანი იმ კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

„ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს” – გახარია მოსამართლეთა სანქცირებაზე

„ალბათ შეცდომა და გაურკვევლობაა“ – ფრიდონ ინჯია მოსამართეებისთვის სანქციების დაწესებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g