საქართველოს ყოფილი პრემიერი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება.
მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს.
„აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება ნათელი სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს“, – წერს გიორგი გახარია.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს