LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ შეცდომა და გაურკვევლობაა“ – ფრიდონ ინჯია მოსამართეებისთვის სანქციების დაწესებაზე

135
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ალბათ, ბოლო წლების ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. არ ვიცი, რაზე და რომელ საქმეებზეა საუბარი ან რა მოხდა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, სავარაუდოდ, ადგილი აქვს გაურკვევლობას.

„როგორ მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში ეს მოსამართლეები და არა სხვებიც. მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად ვითვლებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ასეთი ურთიერთობით საუბარი ალბათ მიუღებელია. თუ ასეთი რამ მოხდა და ფაქტი არსებობს, დანაშაულია, პირველ რიგში, დიპლომატიური არხების მეშვეობით ქვეყნები ერთმანეთში აზუსტებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ერთვებიან. ალბათ, აქ სხვა ინტერესი აქვთ ვიღაცებს. მიდგომაა ჩემთვის მიუღებელი, რომ სასამართლო სისტემაში სხვა ქვეყანა ერევა. ასე გამოდის, მოსამართლეები მე უნდა დაგინიშნო, მე უნდა განვსაზღვრო, მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, ეს მიუღებელია. ალბათ შეცდომა და გაურკვევლობაა. იმედია, გაირკვევა. ალბათ, ჩვენი ხელისუფლება სთხოვს, მოიწვევს ამერიკის ელჩს და კითხვებს დაუსვამს. ხომ უნდა იყოს რაღაც მასალა, რის საფუძველზე მოხდა ეს. ეს ხალხმა უნდა იცოდეს. იმ ხალხმა, რომლის მოსამართლეებიც არიან ისინი“, – განაცხადა ინჯიამ.

ამავე თემაზე:

რამდენი ხნით აეკრძალათ შტატებში შესვლა სანქცირებულებს და რა იქნება შედეგი – აშშ-ის საელჩო ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს” – გახარია მოსამართლეთა სანქცირებაზე

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g