LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

155
BeFunky-collage - 2023-04-05T231944.534

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

მომხდარს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირება პირდაპირი გზავნილია ივანიშვილისთვის. 

„აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში საბოლოოდ ამოიწურა ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ.

დემოკრატიის უკუსვლას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ოპონენტების დევნას, მედიის შევიწროებასა და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის გადაყვანას, არც ქართველი ხალხი აპატიებს ვინმეს და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ეს კონკრეტული გზავნილი ქართველი ხალხის მონაპოვარია. 

„ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის აი, ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.

მინდა მივმართო მაღალი თანამდებობის პირებს, ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და ეს გზავნილი არის თქვენთვის და შემდეგი რიგში ხართ თქვენ!

ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახალა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს კონკრეტული გზავნილი დიახ, არის არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც 7-9 მარტს დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აშშ-ის მიერ 4 მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ ეს ივანიშვილისთვის სერიოზული გზავნილია. 

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაგვიცავს და როგორ ვითანამშრომლებთ და როგორი იქნება პარტნიორობა ჩვენსა და ამერიკას, ჩვენსა და ევროპას შორის. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია ამ ყველაფერს გამოგლიჯოს საქართველო და იმის იმედად იყოს, რომ ცალკე აღებული ან რუსეთისკენ შებრუნებით რამეს მიაღწევს ან ამას დაუმალავს ქართულ საზოგადოებას.

ამ სანქციების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ დაბნეული იქნება, მე მაქვს მოლოდინი, რომ აგრესიულიც შეიძლება გახდეს ხვალ და მოვისმინოთ აგრესიული განცხადებები. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი, ვისთვისაც ყველაზე სერიოზული სიგნალი და გზავნილია ეს, ძალიან კარგად დაინახავს, რომ ეს არის დასაწყისი“, – განაცხადა სამნიძემ.

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ასანქცირებს

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს” – გახარია მოსამართლეთა სანქცირებაზე

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

 

magti 5g