„პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში ასეთი სამარცხვინო ფაქტი, როდესაც ჩვენს მთავარ პარტნიორს და ჩვენი სტაბილურობის მთავარ გარანტს, საქართველოში უწევს მოსამართლეების დასანქცირება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ეს ხდება მაშინ, როდესაც „ჩვენ წინა ხელისუფლებაც კი ამ მოსამართლეების შეცვლის მოტივით შევცალეთ.“
რამდენი ხნით აეკრძალათ შტატებში შესვლა სანქცირებულებს და რა იქნება შედეგი – აშშ-ის საელჩო ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს
აშშ-ის საელჩო საქართველოში ქართველი ოფიციალური პირების 7031c წესის საფუძველზე სანქცირებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს და მოსალოდნელ შედეგებზე მიუთითებს.
ხვიჩიას აზრით, „პროცესი გაგრძელდება და საბოლოოდ, დღევანდელი სასამართლოს ლეგიტიმაციას ძირს გამოუთხრის.“
„წინა ხელისუფლებიდან გამოყოლილი ნარჩენი, ნაგავი სასამართლოში დღემდე დარჩა და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის მომავლის განვითარებას უშლის ხელს, ამტერებს თავის ქვეყანას, სანქცირებულს ხდის მთავარი პარტნიორისგან და ჩვენს ინტერესებს უპირისპირებს ჩვენი მთავარი პარტნიორის ინტერესებს.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
ვისაც ოდნავ საღი აზრი მოეკითხება სასამართლო სისტემაში ალბათ მიხვდება, რომ ეს პროცესი ასე არ დამთავრდება. პროცესი გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, საბოლოოდ გამოუთხრის ძირს დღევანდელი სასამართლოს ლეგიტიმაციას.
სასამართლოს, რომელსაც მთავარი პარტნიორები ასანქცირებენ, მათ მოსამართლეებს არ უშვებენ ამერიკის ტერიტორიაზე და სადამდე მივა ეს პროცესი კაციშვილმა არ იცის.
არანაირი უფლება არ გააჩნიათ ქართველი ხალხი გაასამართლონ და ციხეში გაუშვან. ქართველი ხალხი მურუსიძე-ჩინჩალაძის გასასამართლებელი არ არის.
მით უმეტეს, ამ ფაქტის შემდეგ მთელი სამყაროსთვის ცხადია, რომ ჩვენ არ უნდა ვიმეტებდეთ საკუთარ მოქალაქეებს ამ ჯალათებისთვის. ეს გზავნილი არის ქართველი ხალხის მიმართ, ქართული ბიუროკრატიის მიმართ და ძალოვანი უწყებების მიმართ.
ნუ ჩავყვებით „ქართულ ოცნებას“ საფლავში თორემ გასაქცევიც არ გექნებათ დასავლეთში. მურუსიძე-ჩინჩალაძეს უთხრეს, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ, მხოლოდ ჩრდილოეთისკენ გაიქცეთ. დასავლეთისკენ თქვენი გზები იკეტება.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.