LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ” – ირაკლი კობახიძე

129
ირაკლი-კობახიძე.

მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

„მნიშვნელოვანი განცხადება მინდა, გავაკეთო, რომელიც უკავშირდება კენჭისყრის საკითხს. პარლამენტი განეკუთვნება ხელისუფლების პოლიტიკურ შემადგენელს. ეს არის პოლიტიკური შემადგენელი ხელისუფლების სისტემაში, ისევე, როგორც მთავრობა. და არის მესამე შტო ხელისუფლებაში, ესაა სასამართლო ხელისუფლება, რომელიც უნდა იყოს და არის დამოუკიდებელი. ჩვენ, პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლო სისტემასთან მიმართებით შეგვიძლია, გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ.

ერთი – კანონების მიღება, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მეორე არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ყველაფრის და მეორე ასპექტის გათვალისწინებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი, ეს არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ.

ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. რაც შეეხება აქტის შინაარსს, პროცედურული საკითხის პოლიტიკური საფუძველი განვმარტე. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები