LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროებითმა სიმშვიდემ ხელისუფლებაში არ უნდა გააჩინოს განცდა, თითქოს ყველაფერი რიგზეა: პაატა მანჯგალაძე

50
პაატა მანჯგალაძე

“მესამე ძალა  – სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, მას არ სურს სააკაშვილის რეიტინგზე საუბარი, რადგან საკუთარი პარტიის განცხადებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს

“მოსახლეობას ვეუბნებოდით, არც ძველი და არც ახალი, არამედ მესამე ძალა აერჩია, ხალხმა ძველი გზა აირჩია” – განაცხადა მანჯგალაძემ

მისი თქმით, დროებითმა სიმშვიდემ ხელისუფლებაში არ უნდა გააჩინოს განცდა, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა.

„უდიდესი პატივისცემა ჩვენს ევროპარლამენტარ კოლეგებს, რომლებიც საქართველოს უთანაგრძნობენ და ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერები არიან. რაც შეეხება მსგავს განცხადებებს, რა ხდება ქვეყანაში, მარტო ზედაპირული ინფორმაცია არ კმარა ამ ტიპის შეფასებებისთვის. შეიძლება, დღეს არ იყოს კრიტიკული მასა ხელისუფლების წინააღმდეგ, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მაგრამ ის უსამართლობები წვეთ-წვეთ იკრიბება და ერთ დღეს პროტესტის სახით ხალხში ამოხეთქავს. დროებითმა სიმშვიდემ ხელისუფლებაში არ უნდა გააჩინოს განცდა, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. სააკაშვილის რეიტინგზე საუბარი არ მინდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რომ მოსახლეობას ვეუბნებოდით არც ძველი, არც ახალი და მესამე გზა აერჩია, ხალხმა ძველი გზა აირჩია. ამიტომ, სიბრძნეების ფრქვევას არ დავიწყებ. ჩაატარონ გამოძიება საზღვრის კვეთაზე, ის მაინც უნდა ვიცოდეთ საიდან შემოვიდა, იქნებ ლეგალურად შემოვიდა. ჯერ გამოძიება ჩაატარონ და შემდეგ ისაუბრონ კანონების დარღვევაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

magti 5g