LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ დროისთვის, მეტროს მთლიან ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

90
FORTUNA.GE- (5)

მეტროსადგურ მარჯანიშვილზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, ერთ-ერთმა მატარებელმა ვეღარ შეძლო მოძრაობის გაგრძელება, რის გამოც საჭირო გახდა მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების ზონალურ რეჟიმში მოძრაობა.

ამის შესახებ “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მცირე ხნით, სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით და პირიქით – ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობა იყო შეფერხებული:

“მეტროსადგურ მარჯანიშვილზე ტექნიკური ხარვეზის გამო, ერთ-ერთმა მატარებელმა ვეღარ შეძლო მოძრაობის გაგრძელება და ბოლომდე ვერ მოემსახურა მგზავრებს, საჭირო გახდა მატარებლის გადაყვანა ჩიხში, რომ ადგილზე ტექნიკურ ჯგუფს შეემოწმებინა გამომწვევი მიზეზი და საჭირო გახდა მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების ზონალურ რეჟიმში მოძრაობა, ეს გულისხმობს, რომ მოძრავი შემადგენლობა მგზავრებს ემსახურებოდა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან – სადგურის მოედნამდე და სადგურის მოედნიდან – მეტროსადგურ ახმეტელამდე, ხოლო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით და პირიქით – ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობა იყო შეფერხებული.” – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

ხარვეზი ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია, მოძრაობა განახლებულია მეტროს მთლიან ხაზზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები