LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დროზე დამთავრდეს ეს კორონა, ვინ მოიგონა“ – ზალიკო ბერგერი

70
zaliko-newss20

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია ზალიკო ბერგერი. როგორ ატარებს დროს თვითიზოლაციაში და რას ურჩევს მსმენელს, ამის შესახებ გადაცემის წამყვანს გიგა ბატკუაშვილს ესაუბრა.

როგორ შეხვდი იმ მსოფლიო მოვლენებს, რაც ახლა ხდება, როგორ ირთობ თვითიზოლაციაში თავს?

დედაჩემის სადილებზე ვარ გადასული და ჩემი ლაივები ამიტომაც მოგაკლდათ, აი ,,იაგერმაისტერი” მიჭირავს და შენთან ერთად დავლევ. თან შენთან ეთერი კარგად მაქვს დაცდილი.

ამირან გამყრელიძეზე კიდევ ვიტყვი, რომ როგორიც შევარდნაძის დროს იყო, ახლაც ზუსტად ისეთივეა. ღმერთმა მხნეობა და გამძლეობა მისცეს. იმედია მომავალში ახალი კორონათი აღარ გამოგვეცხადება.

გერმანია მომენატრა, მეგობრები მომენატრა, გასვლითი რეისების გარეშე არ შემეძლო. გერმანია, რომელიც ყველაზე მოწესრიგებულია, სამედიცინო სფეროთი ჩვენ ვაჯობეთ, აქ რაღაც თამაშს აქვს ადგილი.

მსმენელს ვურჩევ, რომ ნუ დავკარგავთ იუმორის გრძონას, უარეს ვაგლახში ყოფილა საქართველო და გადაგვიტანია. დროზე დამთავრდეს ეს კორონა, „უჟე ნადაელა“, ვინ მოიგონა. ახლა აპრილში უფრო გაამძარფრებენ სიტუაციას და მგონია, რომ მერე ვაქცინა გამოჩნდება  და მსოფლიოც დაწყნარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები