LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპამ კაილი მინოუგის ჰიტი გადაამღერა

150
81952267-0-image-a-58_1709378688

დუა ლიპა სცენაზე დაბრუნდა. 17 მარტს, ავსტრალიიდან, არტისტის მესამე სტუდიური ალბომის – Radical Optimism მხარდასაჭერი კონცერტების სერია განახლდა. მელბურნში გამართული პერფორმანსების დროს, მსმენელისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი მომღერლის მიერ საკულტო ჰიტების გადამღერება აღმოჩნდა.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებულ შოუეზე, ლიპამ საკუთარი ინტერპრეტაციით ისეთი სიმღერები შეასრულა, როგორებიცაა: AC/DC-ის Highway to Hell, ნატალია იმბრულიას Torn და კაილი მინოუგის Can’t Get You Out of My Head.

ცნობისთვის, Radical Optimism Tour 2024-ის ნოემბერში, აზიიდან დაიწყო. ახლახან, ის ოკეანეთში განახლდა და ოქტომბრამდე, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს.

ტურნეს ევროპული კონცერტების სერია, 11 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ტურნეს ევროპული ნაწილი სტარტს ესპანეთში აიღებს და ირალანდიაში დასრულდება.

ცნობილია როდის დაიწყება დუა ლიპას ევროპული კონცერტების სერია

შეგახსენებთ, რომ დუა ლიპამ მესამე სტუდიური ალბომი – Radical Optimism გასული წლის 3 მაისს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები