LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში მთიან აჭარაში მოგზაურობით დაინტერესდნენ

192
reason-7

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM 2019 პოპულარიზაცია გაუწია. მსოფლიოში უმსხვილესი გამოფენის ვიზიტორები აჭარის კუთხესთან მთიან აჭარაში მოგზაურობითა და ეკოტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 150-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ბიზნესის 2500 კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში გამოფენას დაახლოებით 40 000 ვიზიტორი სტუმრობდა.

ცნობისთვის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა მზარდია. გასულ წელს, რეგიონში 11%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რასაც ხელს უწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე პირდაპირი ფრენები დუბაისა და ბათუმს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g