სტუდია Universal-ის YouTube-ის ოფიციალურ არხზე ფილმ „ცათამბჯენის“ მესამე და საფინალო ტრეილერი გამოქვეყნდა.
სიუჟეტის მიხედვით, FBI-ის ყოფილი აგენტი უილ ფორდი, რომლის როლსაც დუეინ ჯონსონი ასრულებს, ფეხის ამპუტაციის შემდეგ უსაფრთხოების ექსპერტად იწყებს მუშაობას. მის წინაშე ახალი ამოცანა დგება: მაღალტექნოლოგიური ჩინური ცათამბჯენის უსაფრთხოების შემოწმებაა. თუმცა უზარმაზარ შენობაში ხანძარი გაჩნდება და მისი ჩაქრობა მხოლოდ ფორდს შეუძლია.