LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუისბურგმა დვალი გაუშვა

59

საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა დვალი გერმანული ”დუისბურგიდან” გაუშვეს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერის შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ახლა ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ”დუისბურგის” საიტზე დვალის წასვლის ამბავი ოფიციალურად დაიწერა, სადაც მოყვანილია კლუბის სპორტული დირექტორის ივო გრლიჩის სიტყვები:

“ლაშა ნიჭიერი ფეხბურთელია, ვფიქრობდით, რომ ის მეტს მიაღწევდა და უფრო მეტად მოინდომებდა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილიყო. სამწუხაროდ, მან სათანადო ფორმას ვერ მიაღწია”, – თქვა გრლიჩმა.

გერმანიაში თურქეთიდან მისულმა ლაშა დვალმა “ზებრების” შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა “ბრაუნშვაიგთან” 0:5 წაგებულ შეხვედრაში. როგორც იცით, “დუისბურგში” კიდევ ერთი ქართველი გიორგი ჭანტურია თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები