LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუმის ვიცე-სპიკერი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში

215
tolstoipetre2

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ პეტრე ტოლსტოიმ ტელეკომანია „რუსთავის 2“-ს განუცხადა.

ტოლსტოის შეფასებით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია.

„რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც თქვენი ე.წ. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ამის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ისინი აღარასდროს გახდება თქვენი ტერიტორია, რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას. გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს არასდროს მოხდება“, – განაცხადა ტოლსტოიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g