LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”- ზატულინი

142
konstantine-zatulini_w_h

საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა URA.RU-ს განუცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს.

“დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. ასე რომ, ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახდეს“, – განაცხადა ზატულინმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრებზე გამწვავება შესაძლებელია.

„შეიძლება იყოს გამწვავება, ოღონდ მაშინ, თუ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოექცევა იმ ზეწოლის ქვეშ, რომელიც მათზე ხორციელდება. ის სინამდვილეში განხორციელდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები