LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დვალს და აქიმიძეს წილები დაათმობინეს, ეროსის თეთრიც არ მიუღია – რუსთავი 2-ზე პრეტენზია, შეიძლება, კიწმარიშვილის ოჯახმაც განაცხადოს

226
erosi

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის – ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი თვლის, რომ თავის დროზე მისი ინტერესები დაკმაყოფილებული არ იყო.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა აცხადებს, რომ თავის დროზე ეროსის ტელეკომპანიის გაყიდვით თანხა არ მიუღია.

„თუ წილობრივ და ქონებრივ დავაში ია რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გვერდში დავუდგები. ეს მისი, როგორც სამართალმემკვიდრის გადასაწყვეტია. ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას რუსთავი 2-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გამიჯნული იყო. აქედან გამომდინარე, ეროსისთან რა მოილაპარაკეს და შესრულდა თუ არა პირობა, ვინც გადაიხადა, მან უნდა თქვას. ხალვაშისგან მსმენია, რომ მას ეროსი არ უნახავს და არც თანხა არ გადაუცია. ეროსისთვის არასდროს მიკითხავს, რა გაყიდა და რა მიუტანეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ისევე ეკუთვნის რუსთავი 2, როგორც მათ, ვინც ახლა ყურადღების ცენტრშია. რუსთავი 2-ის მფლობელობიდან გასვლის საკითხი ეროსისთვის იმ მომენტში დღის წესრიგში არ იდგა, ეს იყო შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება. წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო“, –  ამის შესახებ ზურაბ კიწმარიშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ის ადასტურებს, რომ ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს წილები დათმობინეს.

“ვადასტურებ, რომ დვალსა და აქიმიძეს წილები დაათმობინეს. თითოეულს 600.000 გადაუხადეს. და კიდევ, ეროსის არ ჰქონია ბადრისთვის რუსთავი 2-ის წილის მიყიდვის სურვილი. ამის რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს, ოქრუაშვილი წარმოადგენდა-აცხადებს გამოცემასთან ზურაბ კიწმარიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g