LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაბირაძე რომან გოცირიძეს: “მარტივ რამეს ვურჩევდი, აბა, ერთი გადახედოს გამსვლელ სიას, რა ძალა ექნებათ მათ გადაწყვეტილების მიღებაში”

84
BeFunky-collage (1)

მარტივ რამეს ვურჩევდი ბატონ რომანს, აბა, ერთი გადახედოს იმ გამსვლელ სიას „ნაციონალური მოძრაობაში“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები კოალიციური, რამდენი არიან და რა ძალა ექნებათ მათ გადაწყვეტილების მიღებაში,- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის დღევანდელ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ  “საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა”.

IRI-ის კვლევა გვიჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა: რომან გოცირიძე

ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ “ასეთი კოალიციური მთავრობები ადრეც ყოფილა”.

“კოალიციური მთავრობა იქნება, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 2012- 2016 წლებში, მაშინ როდესაც ძირითად პარტიებს, “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს, როცა უნდოდათ, გააკეთეს კიდეც. მაშინ გაუშვეს კოალიციური მთავრობიდან ალასანია, ხიდაშელი, ზაქარეიშვილიც და ა.შ.

ასეთი კოალიციური მთავრობები ადრეც ყოფილა, ოღონდ ეს არ არის კოალაცია. ეს სხვა რამეს ნიშნავს, როდესაც კოალიცია იშლება, მაშინ ან ახალი უმრავლესობა დგება ან რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ნამდვილი კოალიცია.

“არამგონია მისი რეიტინგი 65%-მდე იყოს, სადღაც 5%-ის ფარგლებში აქვს რეალური შანსი იპოზიციონიროს” – ვახტანგ ძაბირაძე გახარიაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g