LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არამგონია მისი რეიტინგი 65%-მდე იყოს, სადღაც 5%-ის ფარგლებში აქვს რეალური შანსი იპოზიციონიროს” – ვახტანგ ძაბირაძე გახარიაზე

115
BeFunky-collage

საზოგადოებაში განწყობები არის სხვაგვარი, ხოლო პოლიტიკური სპექტრი ცდილობს სხვა რეალობა დახატოს. რეალობა ისაა, რაც აჩვენა გამოკითხვამ, –  ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა, რითაც გამოეხმაურა  IRI-ის ახალი კვლევის შედეგებს.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ  მოსახლეობის განწყობები არჩევნებამდეც იგივე იყო და არ შეცვლილა.

“საზოგადოებაში განწყობები არის სხვაგვარი, ხოლო პოლიტიკური სპექტრი ცდილობს სხვა რეალობა დახატოს. ლაპარაკი იმაზე რომ ორჯერადი სხვაობაა „ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, იგივე იყო არჩევნებამდე და შარშან ამ დროსაც. არის რაღაც თემები, რომელიც არ იცვლება.

რეალობაა, რომ პატარა პარტიების რეიტინგი დაეცა. ფაქტობრივად, დღეს ორი პოლუსი ჩამოყალიბდა და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციურმა ძალამ, რომ ის ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს,მაგრამ ბოიკოტს უჭერს მხარს, რეალურად ეს ერთი პოლიტიკური ცენტრია. თუ ეს არ უნდოდათ, ამ პატარა პარტიებს ცალკე მესამე ჯგუფი გაეკეთებინათ, მაშინ კიდევ შეძლებდა ამომრჩეველი განესხვავებინა „ნაციონალური მოძრაობისგან“- აღნიჩნა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, გიორგი გახარიას რეიტინგი, რომელიც IRI-ს კვლევაშია წარმოდგენილი, უფრო მეტად პარტიას უკავშირდება, ვიდრე პოლიტიკოსს. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, გახარიას პარტიიდან წასვლის ფაქტორი, თუ ის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება,  “ქართული ოცნების” ელექტორატზე გავლენას იქონიებს.

“როდესაც გამოკითხვა მიმდინარეობდა, გახარია პრემიერის პოსტს იკავებდა, ამიტომ იმის თქვა, რომ ეს მისი პირადი რეიტინგია და კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ ასე არ შეიძლება. ეს არის ჯამური რეიტინგი და პარტიის ერთად, ისევე როგორც კალაძეს. თუ ჩამოვაშორებთ გახარიას პოლიტიკურ პარტიას, არამგონია მისი რეიტინგი 65%-მდე იყოს.

თუ გახარია დარჩება პოლიტიკის მიღმა, ეს ქართული ოცნების ამომრჩეველზე არ იმოქმედებს, მაგრამ თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში დაბრუნებას, მაშინ რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ამომრჩევლთა ნაწილს მმართველ გუნდს წაართმევს. ჩემი აზრით, სადღაც 5%-ის ფარგლებში მას აქვს რეალური შანსი იპოზიციონიროს, თუ დამოუკიდებელ პარტიას შექმნის.

ესეც დამოკიდებულია იმაზე, მარტო გახარია იქნება თუ ვინმე სხვა.ადრეც ვთქვი,რომ თუ გახარია, კალაძე და კვირიკაშვილი ერთობლივად პარტიას შექმნიან, მაშინ მას მართლა ექნება პრეტენზია იყოს და შესაძლოა იყოს, თითქმის თანაზომადი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ცალკე აღებული გახარიას პოტენციალი რა თქმა უნდა, არსებობს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ პატარა პარტიებმა ფაქტობრივად თავიანთ თავს პოლიტიკური ხარაკირი გაუკეთეს და მესამე ძალის ნიშა თავისუფალია, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი”- განაცხადა “ფორტუნასთან” ვახტანგ ძაბირაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები