LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლების რამდენიმე ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება

114
მორატორიუმი

ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ძაღლების რამდენიმე ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. შესაბამის დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, მორატორიუმი ცხადდება მომეტებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ასევე, სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ: ჰასკი; მალამუტი და ლაიკა.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდეს ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით.

ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა გავრცელდეს: ა) მომეტებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ბ) სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ: ჰასკი; მალამუტი და ლაიკა.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დადგენილება 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g