LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ძაღლები, რომლებმაც პატრონები გაზით გაგუდვისგან გადაარჩინეს

197
BeFunky-collage (1)

სოციალურ ქსელ ფეისბუქში არსებულ “ძაღლების კლუბში” ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი ხატია ბანძელაძე წერს, რომ ის და მისი მეუღლე გაზით გაგუდვისგან ძაღლებმა გადაარჩინეს.

“დილის 7 საათი იყო დაწყებული, ამოვარდნენ ოთახში, “ააგდეს” ჩემი მეუღლე საწოლიდან და გარეთ “გაათრიეს”, მართლა ასე მოიქცნენ. აყალმაყალით და ხმაურით შემოვარდნენ, ააგდეს და გარეთ გაათრიეს. ოდნავ შევფხიზლდი და სანამ ოთახში ამობრუნდებოდა, კი მეძინა ისევ. ამოდის ჩემი მეუღლე და ესეც აყალმაყალით, ხატია, ხატიაა გაიღვიძე. ხო ხარ ცოცხალი?! მეთქი რა ჯანდაბა ხდება, რატომ არის ყველაფერი ღია.

“ადექი გამოფხიზლდი ცოტა და მერე ისევ დაიძინე თუ კარგად ხარ”.

თურმე… გაზის მილიდან საშინლად ჟონავდა გაზი. ამოვარდნენ ოთახში და პატრონები გადაარჩინეს, სრულიად გამიზნულად და გააზრებულად. მითხარით ახლა, ამათზე კარგები რომელი არსებები არიან დედამიწაზე.

ალისა და ელლა გვყავს ჩვენ”, – წერს ძაღლის პატრონი ფეისბუქში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები