პატარა იაპონური ქალაქი, რომელიც სულ რაღაც 7 კვადრატული კილომეტრია და 23 000 ადამიანს იტევს და სადაც ტრადიციებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ, ძალიან გაამხიარულა ახლმა გამოგონებამ. ძაღლის ფორმის დრონი მოსახლეობამ პრინც სიოტოკუს და მის ძაღლს დაუკავშირეს. მათი აზრით, ცხოველის ფორმის მოწყობილობა ქალაქის ერთგვარი თილისმა გახდება და მოსახლეობისთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება.
,,მასკოტები’’ ზოგადად ბევრ ბრენდს და მუსიკალურ ჯგუფს ჰყოლია. ალბათ ყველას გახსოვთ McDonalds-ის კლოუნი ან Sonic-ის ზღარბი, რომელიც იაპონური სათამაშო კონსოლის – Sega სახე გახდა. ასევე ,,მასკოტები’’ გვხვდება სხვადასხვა ცნობილი ბენდების სახეებად – მაგალითად, Pink Floyd-ის მასკოტი ვარდისფერი გოჭი იყო. ამ ლოგიკით, რატომ არ შეიძლება შეიქმნას მთლიანი ქალაქის მასკოტი, რომელიც იაპონური ქალაქის სახე გახდება.
იაპონელმა მხატვრებმა შექმნეს მაკეტი, საყვარელი თეთრი ძაღლის, რომელიც იაპონური ქალაქის აკიტა-ინუ-ს ,,მასკოტად’’ იქცევა და მის სხეულში დამონტაჟებული იქნება რადიოსიგნალებით მართვადი კვადროკოპტერი. ამიერიდან, ეს ძაღლი ოფიციალური სიმბოლო გახდება ქალაქის, რომელიც პერიოდულად ქალაქი ინუ-ს თავზე იფარფატებს.