LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლი, რომელიც აუტისტ ბავშვს საავადმყოფოში მარტო არ ტოვებს

450

9 წლის ველინგტონელ ბიჭს, ჯეიმს აიზეკს აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს. მას არ შეუძლია ლაპარაკი, არავისთან არ აქვს ურთიერთობა და ოჯახის წევრებსაც კი არასოდეს უყურებს.

ერთადერთი, ვისთანაც ჯეიმსს ურთიერთობა აქვს, მისი ძაღლია, მეი.  ლაბრადორი ერთი წამით არ შორდება ბიჭს და ეხმარება, თავი დაცულად და მშვიდად იგრძნოს.

როდესაც ჯეიმსი მაგნიტო-რეზონანსულ კვლევაზე გადაიყვანეს ველინგტონის ბავშვთა საავადმყოფოში, ლაბრადორს მისცეს უფლება, მის გვერდით ყოფილიყო, თუმცა უშუალოდ სკანირების დროს ძაღლი გარეთ ელოდებოდა და ძალიან წუხდა მეგობრის უსაფრთხოების გამო.

„მეისთვის ჯეიმსი საუკეთესო მეგობარია,“ – ამბობს აიზეკის დედა, მიშელი,-„ჩემთვის და მეისთვის ძალიან ძნელი იყო იმისი ყურება, როგორ იტანჯებოდა ჯეიმსი მარტო, კვლევის დროს“.

მიშელი იხსენებს, რა რთული იყო ცხოვრება, სანამ ჯეიმსი მეის გაიცნობდა. ბიჭი და ძაღლი ახლა ერთმანეთის გარეშე ერთი წუთი არ რჩებიან და აიზეკის მდგომარეობაც უკეთესობისკენ შეიცვალა.

„ოჯახის წევრებს ერთად კაფეშიც კი არ შეგვეძლო წასვლა. ჯეიმსი საშინლად ღიზიანდებოდა და სწრაფადვე გამორბოდა კაფედან. ახლა კი მეი და ჯეიმსი ერთად სხედან და გველოდებიან, როდის დავლევთ ყავას,“ – ამბობს მიშელი.

ჯეიმსის დედა ასევე ყვება, რომ ძაღლები, ზოგადად, აუტიზმით დაავადებულ ბავშვებზე ძალიან დადებითად მოქმედებენ. ისინი ამშვიდებენ ბავშვებს.

„ბავშვები თვალით კონტაქტს ამყარებენ ძაღლებთან და ხშირ შემთხვევაში, არა მშობლებთან, ან და-ძმასთან“ – განაცხადა მიშელმა.

მეის არა მხოლოდ ბავშვის დამშვიდება, არამედ – მისი უსაფრთხოებაც ავალია. ლაბრადორი აკონტროლებს, გაბრაზებულმა ჯეიმსი ქუჩაში მანქანების ნაკადში არ გაერიოს. ძლიერი შეტევის დროს კი თუ მეი და აიზეკი მარტო არიან ერთად, ძაღლი ხმამაღალ ყეფას იწყებს და მშობლებს ეძახის საშველად.

98d99c8856cbc69610e456cbdd4247a6-large_trans++ONq086ctDlsrDJ1FMX_PFZaYnXWv__XKi36Gb-_FYTM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g