LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლი, რომელსაც თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება, მოკვდა

196
Untitled design

ძაღლი, რომელსაც თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება, მოკვდა. ინფორმაციას ამის ცხოველთა უფლებადამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.

„წავიდა ცისარტყელაზე ?“, – წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.

ინფორმაცია „ფორტუნას“ კლინიკა ვეტ-მედშიც დაუდასტურეს, სადაც ძაღლს ექიმები მკურნალობდნენ.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.

„გაუძლო.. ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო“ – როგორია დაშავებული მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები