LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იგეგმება ოპერაციის გაკეთება“ – რა სახის დაზიანება აქვს მიუსაფარ ძაღლს და როგორია მისი მდგომარეობა

192
Untitled design (5)

კვლავ მძიმეა მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბაღდათიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა აფეთქებული, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„ვეტერინარული სამედიცინო ცენტრ ვეტ-მედში“ „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ კლინიკაში ძაღლი თავის ქალას ტრავმით შეიყვანეს, რაც სავარაუდოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმამ გამოიწვია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ძაღლისთვის ოპერაციის გაკეთება იგეგმება. კერძოდ მას თავის ქალას დეკომპრესიული ტრეპანაცია გაუკეთდება.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.

მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ტასო ლოსაბერიძეც წერს და საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, თითქოს ძაღლს პიროტექნიკა აუფეთქეს. მისივე თქმით, ძაღლი ნაცემია.

„კლინიკაში ვართ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანი, ამ ცუგას ვადგავართ თავზე. კვლევებმა დაადგინა რომ ძაღლს არანაირი პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! აქვს ძლიერი თავის ტრავმა, რაც გამოიწვია ბლაგვი საგნის ჩარტყმამ თავის არეში. აქამდე მხოლოდ ძაღლის მპოვნელის გადმოცემით ვიცოდით რომ პირში ჰქონდა აფეთქებული პიროტექნიკა. ამიტომ გთხოვთ, არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი, რაც არანაკლებ შემაძრწუნებელია“, – წერს ტასო ლოსაბერიძე.

 

კლინიკაში ვართ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანი, ამ ცუგას ვადგავართ თავზე.კვლევებმა დაადგინა რომ ძაღლს არანაირი…Posted by Taso Losaberidze on Sunday, December 24, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები