LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია – მათ საპნის ბუშტი ხელში გაუსკდათ, პოლიტიკურად ვერაფერს ვუშველით, ცოტა სხვა სახის დახმარება სჭირდებათ

138
შალვა პაპუაშვილი

მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია – მათ საპნის ბუშტი ხელში გაუსკდათ, მაგრამ ჩვენ ხელში შეგვრჩა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელსაც პოლიტიკურად ვერაფერს ვეღარ ვუშველით, მათ ცოტა სხვა სახის დახმარება სჭირდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრომ და სააგენტომ მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის სამოქმედო არეალებისა და განხორციელების დროის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„სურსათის ეროვნული სააგენტო, შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, აგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.“

„რაც ჩვენ ვიხილე ამ დღეებში არის ის, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა არის ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია. აბსოლუტური ისტერიაა, რომელიც რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით სჩვევიათ და აბსოლუტური არაადეკვატურობა, რომელიც სჩვევია ზოგიერთ ჯგუფს. მე მგონი, ეს პრობლემა უფრო დიდად დაგვანახა – ჩვენ გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი რადიკალური ოპოზიციის სახით, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდებათ. მათ ჩვენ ვერც პოლიტიკურად დავეხმარებით, ვერც ვერანაირად. მათ სხვანაირი დახმარება სჭირდებათ. ის კადრები, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ – ქცევა, შეჭრა, თავდასხმა არის აბსოლუტურად აცდენილი ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას და თან ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ. ჩვენ სამინისტროს და სააგენტოს დეტალური განმარტებები ვნახეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, სად, როგორ, რანაირად ხდება ძაღლების აყვანა, რაზე ხდება დამუშავება, შემდეგ დაბრუნება. იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g