LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუსაფარი ცხოველების ეპიდემია კალაძის ანგარიშზე კიდევ ერთი ჩავარდნაა – საჭიროა ქუჩის ძაღლების კასტრაცია, რათა კონტროლიდან გამოსული რაოდენობა შემცირდეს“ – საბა ბუაძე

231
საბა ბუაძე მიუსაფარ ცხოველებზე

„მიუსაფარი ცხოველების პრობლემა და ეპიდემია არის კიდევ ერთი ჩავარდნა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ და კალაძის ანგარიშზე“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ქუჩის ძაღლების კასტრაცია, რათა კონტროლიდან გამოსული რაოდენობა შემცირდეს.

„მიუსაფარი ცხოველების პრობლემა და ეპიდემია არის კიდევ ერთი ჩავარდნა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ და კალაძის ანგარიშზე. ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩვენ გვხვდება მიუსაფარი ცხოველები.

ეს არის მზარდი პრობლემა როგორც ცხოველების მოყვარულებისთვის, ისე იმ ხალხისთვის, ვისაც ეშინია ამ ცხოველების და სასწრაფოდ არის აუცილებელი, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პოპულაციის მართვისათვის, დაიწყოს ამ ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია, რომ კონტროლიდან გამოსული რაოდენობა რამენაირად კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურიაში პიტბულმა 2 წლის ბავშვი დაკბინა. ლაზარეს თავზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„სკალპის 2/3 არის გადანერგილი“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იძებნება მოზარდი, რომელიც ძაღლმა დაკაწრა და შემდეგ ცხოველს ცოფი დაუდასტურდა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, ბავშვის პოვნა და მისთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაა აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები