LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს“ – ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს, ქალთა და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრი პოლიტიკა გაატაროს

151
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს, ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ, სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა გაატაროს.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულებისა და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფით.

ლევან იოსელიანის განცხადებით, გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ზომები გატარდეს, რომელიც განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს:

„საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მაისის თვეში, საქართველოში ოთხი ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

რუსთავში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ.

საქართველოს სახალხო დამცველი ცალსახად გმობს ძალადობას. ფემიციდი, გენდერული ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა და ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფაა. ყოველი ინციდენტი მკაფიო შეხსენებაა იმ ყოვლისმომცველი გამოწვევების შესახებ, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.

შსს: გარდაბანში, დის მკვლელობის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს

იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების, მოქმედი კანონმდებლობის თანმიმდევრული აღსრულებისა და ძალადობისგან გადარჩენილთათვის დახმარების სერვისების უზრუნველყოფით.

ფემიციდის მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებები კვლავ რჩება ფემიციდის გამომწვევ ძირეულ პრობლემად.

„სარკეში ვიყურებოდი და ჩემს თავს ვერ ვხედავდი – ახლა აღარ მეშინია იმ ადამიანის, რომლის წინაშეც ვკანკალებდი“ – ამბავი სიკვდილს გადარჩენილ გოგოზე, რომელმაც ძალადობას თავი დააღწია

რატომ ვერ აღწევენ თავს ქალები ძალადობას – ნარილატას ისტორია, რომელმაც შეძლო და მძიმე ყოველდღიურობას გამბედაობით უპასუხა.

საპასუხოდ კი, გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად აუცილებელია, სახელმწიფოს მიერ გატარებულ იქნას კომპლექსური და ყოვლისმომცველი ზომები, რომელიც მოიცავს განათლებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლას.

კაცები და ბიჭები ასევე უნდა იყვნენ ჩართულნი, როგორც მოკავშირეები ამ ძალისხმევაში, აღიარონ თავიანთი როლი პატივისცემისა და თანასწორობის კულტურის განვითარებაში.

სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად ახორციელებს გენდერული ძალადობის შემთხვევების მონიტორინგს, მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის ინსტიტუტებთან და გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას და იცავს ქალთა უფლებებს.

ქვეყანაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ქალთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოების უფლებები, შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას – გაატაროს სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ“. – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

პოპულარულები