“ძალადობის მსხვერპლი ქალების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონაა” – ანა აბაშიძე

1
ანა

დღევანდელი გადაცემის მთავარი თემაა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, ბოლო დროს მომხდარი მძიმე ფაქტები და ქალების უფლებების დაცვა. ამ საკითხზე ვესაუბრეთ ანა აბაშიძეს – “პარტნიორობა ადამიანის უფლებების” თავმჯდომარეს. ის პირდაპირ ეთერამდე ჩავწერეთ და შევეცადეთ გაგვერკვია, აქ არის საზოგადოების, სახელმწიფოს, კანონმდებლობის პრობლემა თუ საკითხი კომპლექსურია.

“ძალიან ხშირია გენდერისა და სქესის ნიშნით ადამიანების მოკვლის ფაქტები. ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს არ უნდა მოვთხოვოთ პასუხი და მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებზე არ უნდა ვისაუბროთ. კანონმდებლობა ასე თუ ისე გამართულია,

ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობა, ცნობიერების ამაღლების დონე, ამ მიმართულებით სახელმწიფომაც უნდა იმუშაოს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რას ნიშნავს გენდერის ნიშნით მკვლელობა, შევიწროება, რას ნიშნავს ფემიციდი”, – აცხადებს ანა აბაშიძე.

ჩვენ ამ თემით გამოვეხმაურეთ ცოტა ხნის წინ მომხდარ მძიმე ფაქტს , როცა ქმარმა ცოლი გამოკეტა და დაწვა. ამას მოჰყვა ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნის გაუპატიურების შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერს საპროტესტო აქციაც მოჰყვა პარლამენტის წინ.

“მნიშვნელოვანია აღსრულების ნაწილიც. არის შემთხვევები, როცა შემაკავებელი ორდერი მუშაობს. რაც შეეხება ელექტრო სამაჯურს, ზოგჯერ ასეთ დროსაც არის ხოლმე ფატალური შემთხვევები. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა, რათა იცოდნენ, საიდან იწყება ძალადობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა. მე როცა მქონია შეხება ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ყოველთვის სვამენ კითხვებს – ახლა რომ წამოვიდე, მერე რა უნდა ვქნა. ამიტომ სახელმწიფომ პირველი რაც უნდა გააკეთოს, მათი ეკონომიკური გაძლიერებაა”, – აცხადებს ანა აბაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები